ირაკლი ხმალაძე: უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდება
27-12-2021, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება.

 


როგორც მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს აღნიშნა, მომავალ წელს ფართებით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

 


„2022 წელს გათვალისწინებულია 65 ოჯახის დაკმაყოფილება ბინით. ერთ ოჯახზე საშუალო დანახარჯი 25 000 აშშ დოლარი გამოდის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა უსახლკაროს სტატუსის მატარებელს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

 


რაც შეეხება თანმიმდევრობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აპირებს, რომ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდეს.

 


ირაკლი ხმალაძემ აქვე, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ მათ ექნებათ სხვა იდეა, აუცილებლად წარმოადგინონ და შეიძლება პროგრამაში გარკვეული ცვლილები შევიდეს.

 


„რაც შეეხება თანმიმდევრობას, ჩვენი მოსაზრება ასეთია: ხალხს უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, რასაც თავისი თარიღები გააჩნია. შესაბამისად, რიგითობის პრინციპით ვფიქრობთ წასვლას, თუმცა, თუ სხვა მოსაზრება გაქვთ, მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. ჩვენ ამაზე ღიად ვიმსჯელებთ, შევიტანთ ცვლილებას და გარკვეულ ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ. შეიძლება მოხდეს პრიორიტეტების შემოღება ან დავადგინოთ გარკვეული გამონაკლისი, რომ თანმიმდევრობა სამართლიანი იყოს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი