იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ადვოკატის ცემაში ბრალდებული სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტებით სამართალდამცველთა იმიჯი ილახება.
„ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი არის გაუგონარი დარღვევა და ყველა მხრივ, აღმაშფოთებელი იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვაშენებთ ძლიერ ინსტიტუტებს. კარგია, რომ გამოძიება დროულად დაიწყო. თუმცა, გამოძიება დაწყება არ კმარა. საჭიროა, რომ უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ვინც ეს გაბედა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, ბრალდებული შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დაკავებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.