საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
27დეკემბერს, ახალქალაქში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ქალაქის მთავარ მოედანზე განთვსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოსახლეობას შობა-ახალი წელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა მიულოცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიებაზე, ადგილობრივების და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.
ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.