რატი ბრეგაძე: სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდება
28-12-2021, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქარველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან, რის გამოც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

როგორც ბრეგაძე ამბობს, ნერვიულობის ნიადაგზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა და ამ მიზეზით პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

 

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა გორში სამკურნალოდ, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა გადწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კანონიერ მოთხოვნას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, შესაბამისად, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ. მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება დაწესებულებაში, როდესაც დასრულებულია მკურნალობადა გაწერილია ჰოსპიტალიდან. პატიმრის გადაყვანის შეთანხმება ადვოკატებთან არ ხდება. პენიტენციურ სამსახურს ნორმა არ დაურღვევია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

კითხვაზე, რა პერიოდით გადაიდო სააკაშვილის გადაყვანის ღონისძიება, ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციებს გაივლიან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ.

 

 

„ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ჩვენს კონსულტაციებზე სამედიცინო პერსონალთან და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს. ვინც არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამისი წესით შესაბამის დაწესებულებაში. თუ ვინმე არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, არსებობს კანონიერი საფუძველი იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად. ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიება. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც გვექნება კონსულტაცია სამედიცინო პერსონალთან, გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ, როგორც ამას "პირველი არხი" იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი