ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 75 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს, საკვებთან ერთად, სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
პროდუქტის გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე არმენ ბდოიანი, მერის წარმომადგენლები, მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლები.
მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ბენეფიციარებს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.