კახა კალაძე: „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა
29-12-2021, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურადა აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა.

 

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელაინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა.

 

 

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ.„დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.

 


„რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებასიყენებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი