კახა კალაძე: დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი
29-12-2021, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უპრეცედენტო მაჩვენებლებით წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტი არაერთი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამების ჯამი მილიარდ 545 მლნ ლარით განისაზღვრა. მილიარდ 305 მილიონი საბიუჯეტო ნაწილია,ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრები - 240 მლნ ლარი.

 

 

„შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას, ასევე, დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას.მადლობა თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტული იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებაც 2022 წელს იგეგმება.

 

 

„პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. მათ შორისაა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი;უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენა, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის. 15 პარკის პროექტი, დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში და სპორტული ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი