კახა კალაძე: მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია
29-12-2021, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილი და კონკრეტული მედიასაშუალების მიერ წარმოებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა.

 


ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის.

 

 

„საქმე ეხება თემას, რომელიც ქვეყანაში 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000 ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ მე, ჩემს თანაგუნდელებთან, მთავრობის წევრებთან ერთად, ვარ ის ადამიანი, რომლებმაც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ოჯახს, ადამიანს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი.2016 წელს სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ჩვენ სწორედ ამგანკარგულებით ვხელმძღვანელობთ. ჩემამდე იყო რამდენიმე პრეცედენტი ამ პრობლემის მოგვარების, თუმცა, ასეთი მასშტაბური მიდგომა არასდროს ყოფილა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოვახერხოთ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, თბილისის მერია დედაქალაქშიეძებს თავისუფალ მიწის ნაკვეთებს, რომელიც აუქციონზე გააქვს და ბიზნესსექტორს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს - ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მეტ ოჯახს დააკმაყოფილებს და მათთვისმეტი ფართის გადაცემას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.

 


„ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს მიწები ერთ ლარად არის გადაცემული და ნაჩუქარი. ეს არის დიდი ტყუილი. არ შეგიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართებია გადმოსაცემი მერიისთვის, რათა ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რათა ხვალ-ზეგ ვინმე არ გაიქცეს, ეს ნაკვეთები ისე არ დარჩეს და მისი დასრულებაშევძლოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით 1 500-მდედაზარალებული ოჯახიუკვე დაკმაყოფილებელია.

 


„რაც შეეხება ამ 3 000 ოჯახს, მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო: ჩემი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის იქნება თანადგომა. მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით და ჩვენი დაპირებამებრ, ფართებით ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ვერანაირი ბინძური სიუჟეტი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ვერ შეაჩერებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. ვერაფერი შეგვაჩერებს, რადგან ეს არის სწორი საქმე - საქმე, რომლის მოგვარება 30 წელია ვერავინ შეძლო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ოჯახებს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი