კახა კალაძე: ოპოზიცია მაინც აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი
29-12-2021, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია მტკიცება, რომ თითქოს 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი.

 

 

„იმის მაგივრად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და არ შეეყვანა ხალხი შეცდომაში, მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.

 

 

როგორც იცით, გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ გაკეთდა დეტალური განმარტებაც. მინდა, დამატებით ვაცნობო მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სიტემა- ერთია ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება დედაქალაქში და ასევე, საათობრივი საფასურის გარეშე არის 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება არ არის. ადამიანი იხდის 50 ლარს და მუნიციპალური საპარკინგე ადგილების გამოყენება შეუძლია წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ვრცელდება ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე.

 

 

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა სააბონემენტო პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ბიზნესსექტორის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, რომ თავიანთი თანამშრომლებისთვის შეესყიდათ ასეთი პაკეტები და თუ ადამიანი დათვლის, დღის განმავლობაში და წლის ჭრილში მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიურად მიდის სამსახურში და უწევს ზონალურ-საათობრივი პარკინგით სარგებლობა, რა ხარჯი აქვს, ამის გათვალისწინებით, ეს პაკეტები ბიზნესსექტორისთვის მისაღებია. ვისაც აქვს სურვილი, იყიდის, ვისაც არა, არანაირი ძალდატანება არ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი