ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა თბილისში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კონტაქტურ კარატეში გამარჯვება მოიპოვეს
29-12-2021, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში (შინ -კიო -კუშ -ინ“), სადაც მონაწილეობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ასაკის 16 სპორტსმენი, მათ შორის ერთი გოგონა (მწვრთნელი - ხელმძღვანელი სამველ დარბინიანი).

 


ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილე ნინოწმინდელმა კარატისტებმა გამარჯვებები და მაღალი თამაში დააფიქსირეს.

 


ადგილები ასე გადანაწილდა:


I ადგილი- ენოკ ბდოიანი და ჰაიკ მანუკიანი


II ადგილი - არსენ კიურეღიანი


III ადგილი - ნარეკ პოღოპსიან, რუზანნა მანუკიანი, ტიგრან ეღოიანი


IV ადგილი - მისაკ მანველიანი

 


მათ პირველ ადგილზე გასულ ახალგაზრდებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს, ხოლო მეორეზე და მესამე ადგილზე გასულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

 

 

ტურნირი NKO ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული კონტაქტური კარატეს წარმომადგენლების, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპორტის განყოფილების თანამშრომლების ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

 


ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი