პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგის განხილვისას აღინიშნა. დღესვე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს წევრსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული წევრს აირჩევენ.
რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას თანმხლებ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად განიხილავენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ძირითადი კანონპროქტის მეორე მოსმენისას გაიმართება.
დეპუტატები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელებენ ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ასევე საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.