გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომლის მოცულობა 31,703.1 ათასი ლარით განისაზღვრა
29-12-2021, 20:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა.

 


სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

 


მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 31,703.1 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2,890.1 ათასი ლარით მეტია.

 


პრიორიტეტების მიხედვით გათვალისწინებულია:

 


ინფრასტრუქტურის განვითარება - 7,894.2 ათასი ლარი; მათ შორის:

 


საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 1,286.1 ათასი ლარი;

 


წყლის სისტემების განვითარება -1,309.5 ათასი ლარი;

 


გარე განათება - 3,008.2 ათასი ლარი;

 


მშენებლობა, ავარიული ობიექტების და შენობების რეაბილიტაცია - 1,395.4 ათასი ლარი;

 


საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისა და ექსპერტიზის ხარჯები განსაზღვრულია - 895.0 ათასი ლარით.

 


დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა - 1,534.5 ათასი ლარი; მათ შორის:

 

 

დასუფთავება და ნარჩენების გატანა - 1,240.8 ათასი ლარი

 


მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება - 293.7 ათასი ლარი

 


განათლება - 6,460.0 ათასი ლარი, მათ შორის:

 


სკოლამდელი განათლება - 6,460.0 ათასი ლარი;

 


კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 3,220.6 ათასი ლარი მათ შორის:

 

 

სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 1,720.0 ათასი ლარი;

 


კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 1,420.6 ათასი ლარი;

 


ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 80.0 ათასი ლარი;

 


ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3,982.0 ათასი ლარი, მათ შორის:

 


საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - 430.0 ათასი ლარი;

 


სოციალური პროგრამები - 3,552.0 ათასი ლარი; გათვალისწინებულია შემდეგი პროგრამების დასაფინანსებლად:

 


• ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა - 875.0 ათასი ლარი;

 


• ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი - 56.0 ათასი ლარი;

 


• სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა - 65.0 ათასი ლარი;

 


• თერაპიული ცენტრის ხელშეწყობა - 275.0 ათასი ლარი;

 


• ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - 521.0 ათასი ლარი;

 


• მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა - 10.0 ათასი ლარი;

 


• დიალეზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა - 145.0 ათასი ლარი;

 


• დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა - 10.0 ათასი ლარი;

 


• უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა - 37.5 ათასი ლარი;

 


• ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა - 30.0 ათასი ლარი;

 


• ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა - 6.0 ათასი ლარი;

 


• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის პროგრამა - 60.0 ათასი ლარი;

 


• სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა - 10.0 ათასი ლარი;

 

 

• სტუდენტების დახმარების პროგრამა - 20.0 ათასი ლარი;

 


• სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა - 290.0 ათასი ლარი;

 


• ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა - 150.0 ათასი ლარი;

 

 

• მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა - 60.0 ათასი ლარი;

 

 

• სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა - 25.0 ათასი ლარი;

 

 

• საოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების დახმარების პროგრამა - 47.5 ათასი ლარი;

 

 

• მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა - 80.0 ათასი ლარი;

 

 

• სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა - 1.0 ათასი ლარი;

 

 

• ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა - 35.0 ათასი ლარი;

 

 

• სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა - 718.0 ათასი ლარი;

 

 

• ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა - 25.0 ათასი ლარი;

 


მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 8,611.8 ათასი ლარი.

 


გარდა ბიუჯეტისა, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. მათ შორისაა:

 


• ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოქალაქეთა დახმარებისა და სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საკითხები.

 


ასევე:

 


• „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

 


• გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი.

 


• „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

 


• გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების საკითხი.

 


• გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე შპს „ოლმონტ ინვესთმენთ თბილისი“-ს კუთვნილ მიწის ნაკვთებზე (ს/კ№81.07.14.112, №81.07.14.113) სამრეწველო და ბიზნეს პარკის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების საკითხი.

 


• საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.

 


• „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის № 118 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

 


• “გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხი.

 


• გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის-ლევანი ბეგლარიშვილის უფლებამოსილების (ადგილმონაცვლედ) ცნობის საკითხი.

 


• გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.

 


ხდომას ესწრებოდნენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი