თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან შეიზღუდება
30-12-2021, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

           GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2021 წლის ნოემბერი

 

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან 1-ელი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

 


მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდებამელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთისხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

 


თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე.

 

 

მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის, ინაშვილის, მესხიას და ლაღიძის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

 


საზოგადოებრივიტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები -N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები -N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებენ პირველი რესპუბლიკის მოედნის გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მგზავრობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

 


ავტობუსები- N59 დაN91, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით ზეთის ხილის ხემდე, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდეგ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით,სვლასგანაგრძობენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

 


N33 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად,მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩასდაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი