„მემარცხენე ალიანსი“ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის 2016 წლისთვის გაუქმებას ითხოვს
13-11-2015, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მემარცხენე ალიანსი“-ს გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს „პირველ პრესკლუბში" გამართულ ბრიფინგზე კვლავ გააჟღერა მოთხოვნა 2016 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების თაობაზე.

 


„საქართველოში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ინტერპარტიულ ფორმატში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს მემორანდუმი მოიწონეს საპარლამენტო პარტიებმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დიპლომატიურმა კორპუსმა, ასევე მრავალმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. იგი ხელმოწერებით გაფორმდა პრეზიდენტის სასახლეში. აღნიშნულ მემორანდუმს დაეთანხმა ასევე კოალიცია „ქართული ოცნება“, თუმცა მისი ამოქმედება გამოაცხადა 2020 წლიდან. ამის შემდეგ ინტერპარტიულმა ჯგუფმა მუშაობა განაგრძო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ შალვა ნათელაშვილთან ერთად, რის გამოც ჩვენ უარი ვთქვით ამ ფორმატში შემდგომ მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა ჩვენი პარტიის მოთხოვნა ისევ ძალაშია და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვთ - საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე მუშაობა პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე სესიაზე, რათა არჩევნების მაჟორიტალური სისტემა გაუქმდეს უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის", განაცხადა შატბერაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი