კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თავდაცვის ძალების ხელმძრვანელმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა: „ძვირფასო კადეტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენი და თქვენი თაობის ახალგაზრდების ცოდნასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სულისკვეთებით გააგრძელებთ სწავლას, შექმნით თქვენს პირად და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს“. კადეტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.