ნიკა გვარამიამ სააკაშვილი მოინახულა: მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში, მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა
30-12-2021, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა, - განუცხადა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ და დაამატა, რომ სააკაშვილს, სისუსტიდან გამომდინარე, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა.

 


„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი ძალიან დაუძლურებული იყო, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. როგორც მითხრა, მიხვდა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა, უარესი დამართნოდა, რის გამოც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

 

„ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით. ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი