საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია "საქართველოს", გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი
13-11-2015, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ნორმატიული შინაარსის ნაწილში შეჩერდა მოქმედება, რომელიც ამა თუ იმ საწარმოში დროებითი მმართველის შეყვანას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ცოტა ხნის წინათ გამოაცხადა.

 

 

გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების იურისტებს შესაძლებლობა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადააგზავნონ სააპელაციო სასამართლოში, ეს უკანასკნელი კი კანონით ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

  


შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

 

 

სასამართლო განხილვის დროს, ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული, მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, ისე რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 


სარჩელის წარმოებაში მიღებამდე საკონსტიტიციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაზე ექსპერტ გია ლილუაშვილს მოუსმინეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი