საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო
03-01-2022, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსნის, ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო.

 

 

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახლდათ. იგი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

 

 

სანეევი გახლდათ პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა. 2001 წელს კი მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

 

 

ვიქტორ სანეევს მიღებული ჰქონდა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი - სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი და სხვა.

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ვიქტორ სანეევის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი