საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ამბით. ამ მძიმე წუთებში ვართ ფრანგი ხალხის გვერდით", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია. პარიზში სასწავლო დაწესებულებებს - უნივერსიტეტებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებსაც დაკეტავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.