ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:
• 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 027, აჭარაში - 510, იმერეთში - 751.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 პირი, მათ შორის, თბილისში - 544, აჭარაში - 120, იმერეთში - 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.
• 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 - თბილისში, 204 - აჭარაში.
• 19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 5.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.