საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო განცხადებას ავრცელებს.
"შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით, სასტიკად ვგმობ მომხდარს. მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.