გიორგი მარგველაშვილი: ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
14-11-2015, 00:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს და წერს, პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტები მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

 

 

"თქვენო აღმატებულებავ, მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში.

 

 

გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი