ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ჩაკვეტაძემ, დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცეს ქალაქ ცაგერისა და სოფელ ლაჯანის უმწეოთა სასადილოების 119 ბენეფიციარს, მომსახურე პერსონალს და მათ საშობაო ნობათი გადასცეს.
„დღეს შობის დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ ადამიანებს, რომელთაც ძალზედ ესაჭიროებათ ჩვენი თანადგომა. მათ შორის არიან ბავშვები. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი აქციით, მცირედით მაინც გავახარეთ ისინი. ყველა ადამიანი ხალისით უნდა ხვდებოდეს შობას. ქრისტეშობის მადლი შეეწიოს მათ და თითოეულ ქართველს“,-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.