"ჩვენი მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არიან" - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
"თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ექსტრაორდინალური მდგომარეობა, შეიძლება, რაღაც ინფორმაცია სრულყოფილი არ იყოს. მას შემდეგ, რაც ყველა ინსტიტუტი სრულყოფილად ამოქმედდება, უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამჯერად არ შეეხება ეს ტრაგედია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტების სერიას შესაბამისი შეხვედრა, თათბირი მიუძღვნან.
"დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს ახლა აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაიმე შესაბამისი შეხვედრა, თათბირი მიუძღვნან. მათ ურთიერთობის კოორდინაცია ნამდვილად უჭირთ, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირის ფარგლებში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.