ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 959 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც:
• 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.
• 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში.
• 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.