საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ვანის მუნიციპალიტეტში, მთავარ ნაძვის ხესთან გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრში, საშობაო ქოხებში, ადგილობრივი მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საბავშვო გასართობ სივრცეებში თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა, ბავშვების საზეიმო გაწყობაზე კი მოსიარულე მუსიკოსებმა იზრუნეს.
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ადგილობრივების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა მოწვეულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა, „ქუჩის მუსიკოსები“ და „რეზო და ბავშვები“.
დღის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
საახალწლო საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.