ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას
10-01-2022, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა ჩვენს მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მზაობა, მიმდინარე წელი უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული იყოს.

 

 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა მინისტრს წარმატებული საქმიანობისთვის. ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდ გავაკეთოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ - გასულ წელს, მოგეხსენებათ ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში. მათ შორის, იყო არჩევნები. საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მზაობა, უფრო უკეთესი, უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მობილიზებით, რომ რაც შეიძლება მეტი გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა. უნდა გავაუმჯობესოთ, უნდა დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუმარტივოთ ოპერირება და საქმიანობა. ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა ჩვენს მოსახლეობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი