ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს
10-01-2022, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.

 

 

„ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, მე შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე - მხლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმლურად უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი