ლაშა ხუციშვილი: 100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ
10-01-2022, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 


როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს ბიუჯეტში ორჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მილიარდ 226 მილიონი ლარით გაიზარდა.

 


მისი თქმით, დაზუსტებული გეგმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა იყო 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა.

 


„დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, გადაჭარბებამ 109 მილიონი ლარი, ხოლო თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით მილიარდ 335 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 15 მილიარდ 142 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,4%-ია, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 20 მილიარდ 950 მილიონი ლარი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,7%-ია, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებამ 12 მილიარდ 750 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,6%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 18 მილიარდ 369 მილიონ ლარს გადააჭარბა და შესრულების მაჩვენებელმა 101,5% შეადგინა.

 


მისი თქმით, მსგავსი პარამეტრების მიღწევა ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირების შედეგია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი