ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად ომიკრონის შტამის 1000-მდე შემთხვევაა დადასტურებული
10-01-2022, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და დღიურად, საშუალოდ 3000 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ახალ შტამს, მინისტრმა განმარტა, რომ ლაბორატორიულად 1000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

„დადებითი არის ის, რომ ომიკრონის მიმდინარეობა არის შედარებით მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების მაჩვენებელიც. იმ შემთხვევაში თუ ომიკრონის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

 


ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობას. ასევე უკვე შეკვეთილია და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება ფაიზერის და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეიდან, „ჯანმო“-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ კლინიკებში მკურნალობა.

 


აქვე ბოლოს მინდა დავამატო, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი, დავიცვათ რეგულაციები და დისტანცია და აუცილებლად ვატაროთ პირბადე. მინდა ასევე მოქალაქეებს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებისგან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი