საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პოეტის და საზოგადო მოღვაწის, რევაზ ამაშუკელის გარდაცვალების გამო.
რევაზ ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურნაია გრუზია"; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე.
პოეტის ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან, ამავდროულად იგი ყოველთვის დაკავებული იყო საზოგადოებრივი მოღვაწეობით. რევაზ ამაშუკელი არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი - „ლექსები“, „ზედაზნის მთვარე“, „შენდამი“, „მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს“, „ტირისკონი“, „აკმე“. პოეტს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მოქალაქეობრივი ღვაწლისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ამასთან, 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ხოლო 1982 წელს - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.