ბარაქ ობამა: ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ
14-11-2015, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები დაგმო და საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტ ობამას განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

ობამას განცხადებით, ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე.

 

 

ბარაქ ობამას თქმით, აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს. "ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ", - განაცხადა ობამამ.

 

 

მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ არის ტერაქტების ორგანიზატორი, თუმცა აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ტერორისტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

  


საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 128 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ბარებს, რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი