რომან გოცირიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი
11-01-2022, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების (მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით - ესაა ჩემი პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერს.

 

 

მისი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი.

 

 

„ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა (ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ „რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას“ არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და „გარე პერიმეტრზეც“. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.

 


მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.

 


ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების (მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით - ესაა ჩემი პოზიცია.

 


რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით( შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და ა. შ)“, - წერს რომან გოცირიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი