თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1000 ერთეულიმიკროავტობუსიუკვე თბილისშია, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელშიდა რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელმიკროავტობუსებსსრულად ჩაანაცვლებს.
„რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ ავტობუსების პარკი. ხედავთ, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში. ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1000 ერთეულიმიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელშიდა რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელმიკროავტობუსებსსრულად ჩაანაცვლებს.ქალაქში არ იმოძრავებს არც ერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე სრულად განახლებული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისში ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარასდროს იმოძრავებს და ისინი ეტაპობრივად მუდმივად განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.