გიორგი ღიბრაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები
11-01-2022, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

            ფოტო თეთნულდი-ჰაწვალის Facebook-ის გვერდიდან    

 

მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

 

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება.

 

 

“ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომეტებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ”,-განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი