56 წლის წინ თბილისის მეტროს დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროს იუბილესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე თხუთმეტ თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
თბილისის მეტროს იუბილეს შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა, რომელმაც დაჯილდოებული პირები დაასახელა.
საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ ჯუმბერ მერაბიშვილს, ავთანდილ ჯანეზაშვილს, იური ენუქიძეს, ალექსანდრე გოგინაშვილს, ვალერიან კავკავაშვილს, გელა იტრიაშვილს, რობიზონ სარდლიშვილს, რევაზ თიკანაშვილს, რევაზ ჩიტაშვილს, ნიკოლოზ დათებაშვილს, გოჩა ლელუაშვილს, ბადრი ქუხილავას, მიხეილ ყიფშიძესა და ვაჟა გიგილაშვილს.
„თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაცყოველდღიურად, დაახლოებით, 200-250ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს, მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა. თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზეგადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში მეტროს ასობით თანამშრომელიემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო დაკომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულადჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს. მათსაპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭებათ. კონკრეტულად ამ თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც ვფიქრობ, საქმის სიყვარულის და ერთგულების მანიშნებელია. მინდა, ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ენიჭება აწგარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც 42 წელი იმუშავა თბილისის მეტროში. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.