საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ცენტრალურ აფრიკაში მაისში გაემგზავრება
20-02-2014, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


საქართველოს შეაიარაღებული ძალები ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვებიან.

 

 

საქართველო ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

 

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თადაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიიღებს მონაწილეობას.

 

 

"საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველო ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო ჩაერთვება ამ პროცესში. ესაა ჰუმანიტარული მისია, ესაა მორალურად გამართლებული მისია. ესაა მისია, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. დაახლოებით 6 თვიანი იქნება მისია, რომელიც დაიწყება მაისში და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული. ეს მისია, ისე როგორც სხვა მისიები, დარწმუნებული ვარ, იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის წარმატებული," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები: 1
#1   Mell
      
ნელა-ნელა გააქვთ ქართველი საზარბაზნე ხორცად. არ ჩერდებიან. ამ ”მისიებში” წასული ჯარისკაცების გამო (ვინც ნებით მიდის) მთელი ერი ვაგებთ პასუხს იმ უდანაშაულო ხალხის დახოცვისთვის ამ ”მისიებს” რომ ეწირება იმპერიების საკეთილდღეოდ.. სხვაა ერის პასუხისმგებლობა და ამისთვისაც მოგვეზღვება რომ არ და ვერ ვეწინააღმდეგებით ამ სულთამხუთავ მთავრობას
10 სექტემბერი 2014 14:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი