ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „სასამართლო პროცესზე“ ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის , შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!
მათ წამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის.
ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია!
ახლაც ასე მჯერა - ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!
პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა!
პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“ - წერს მელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.