GUARDIAN.GE - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, „ლელოს“ დამფუძნებელმა, რომელიც მოსამართლემ სხდომიდან გააძევა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღეს საქართველოში მთავარი პროკურორი, მთავარი მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის.
„ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად, მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეროვნული ნიშნით, სახელმწიფო ინტერსიდან გამომდინარე, მოვიყვანოთ ის ხალხი ხელისუფლებაში, ახალი ძალები, ახალი პროკურორები, ახალი მოსამართლეები და რაც ყველაზე მთავარია, შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება შეუქცევადი და რომელიც მოემსახურება არა ერთ ადამიანს, როგორც დღეს ხდება.
დღეს მთავარი პროკურორი არის ბიძინა, მთავარი მოსამართლე, უზენაესის თავმჯდომარე არის ბიძინა, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ბიძინა და სუსის ხელმძღვანელი არის ბიძინა. აი, ეს არის დღეს რეალობა. თუ ვინმეს სხვანაირად ჰგონია, ძალიან ღრმა შეცდომაშია შეყვანილი. მე მგონი ყველა ხედავთ, რომ ასე ეს ქვეყანა ვერ განვითარდება, ვერ განვითარდება. მე ვუთხარი მოსამართლეს, რომ - მე მგონი არ ვარ გიჟი - თუნდაც 12 წლის წინათ მე და ბადრის დაგვეგეგმა ისეთი რამ, იმ პირობებში, როცა მთელი ქვეყნის 40% ჩვენ ბანკში ინახავდა დანაზოგებს, ყველაზე დიდი ინვესტიცია, 200 მილიონი გქვონდა მოზიდული სხვა კომპანიაში, ყველაზე დიდი საექსპორტო კომპანიის, „ბორჯომის“ მფლობელები ვიყავით და ამ დროს დაგვეგეგმა 17 მილიონის გათეთრება, ეს ხომ არის აბსურდი. მე მგონი, ამის გარკვევა შეიძლებოდა ერთ თვეში, მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან“, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.