საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიას ეხმაურება. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
„პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებზე და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.