GUARDIAN.GE -ეს მმართველობა ამ ქვეყანაში - ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად - დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას, - განაცხადა პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„მე მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა... ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, ხაზს ვუსვამ, 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით გვედავებოდნენ და უცბად ეს მუხლი გაქრა და 2012 წელს თურმე ჩვენ, ანუ 4 წლის შემდეგ ჩვენ თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული და არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის აი, ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული მართლმსაჯულება და მე მას გუშინაც ვუთხარი და დღესაც ვიმეორებ, ეს მმართველობა ამ ქვეყანაში, მისი ხელმძღვანელობით, ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად, დამთავრდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა და ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა... ეს სამწლიანი მასკარადი, თურმე ჩვენ გვაბრალებდნენ 12 წლის წინათ ფულის გათეთრებას და ახლა თურმე აღმოჩნდა, რო 4 წლის მერე ჩვენ რაღაც ჩაგვიდენია. რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება? ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.