ცოტა შორიდან დავიწყებ.
ტიკარაძის ჩამოშორების შემდეგ თანამდებობებიდან გადადგომა მოუწიათ მის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და ამავე უწყების დევნილთა სააგენტოს უფროს ბესარიონ სიმონიშვილს. პირველი 3 იანვარს წავიდა, მეორე - დღეს. სიმონიშვილის სამსახური მილიონებს განკარგავს, მათ შორის დევნილების ბინების მშენებლობას. ამ ფულის კონტროლი ახლა ღარიბაშვილის ხელში გადავა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დიდი დაფინანსება აქვს. ტიკარაძის შემცვლელად, ივანიშვილის თანხმობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადაიყვანეს. ღარიბაშვილის კადრი.
ეს ხალხი იმიტომ კი არ მოხსნეს, რის გამოც რეალურად მართლა მოსახსნელები იყვნენ - ხალხის პრობლემებს არ აგვარებდნენ და ღმერთმა იცის, მოსახლეობის ფული როგორ იხარჯებოდა, არამედ იმიტომ ჩამოაშორეს თანამდებობებს, რომ ფული ღარიბაშვილის ხელში უნდა გადავიდეს და ამისთვის ამ ადგილებზე მისი კადრები სჭირდება.
რატომ დავიწყე ასე შორიდან. არჩევნების წინ ეს ორი პირი - წოწკოლაური და სიმონიშვილი - დევნილების ავარიულ კორპუსთან მივიდნენ. ადგილზე მაჟორიტარ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. ეტყობა იფიქრეს, რომ ყაველაშვილს ასე უფრო გაუადვილდებოდა კომუნიკაცია და დასახმარებლად გააყოლეს ეს ორი.
ეს ის დევნილები არიან, რომლებიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. უწყებასთან ხალხი თემქიდან ამხელა გზაზე საპროტესტო მსვლელობით მივიდა. დევნილებს კორპუსი თავზე ენგრევათ. დიდი ხანია, დახმარებას ითხოვენ. არჩევნების წინ დაპირებას აძლევენ ხოლმე, არჩევნების შემდეგ კი, როგორც ხდება, ივიწყებენ. ერთი სიტყვით, მერამდენედ მოატყუეს.
ვახო სანაია,
ჟურნალისტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.