ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელსაც განაგრძობს სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას.
პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება. (გარდა შაბათ-კვირისა).
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება.
დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტთა დახმარება.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
ორსულთა დახმარება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება.
მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის;
ომის ვეტერანთა დახმარებები.
მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარება.
ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება.
ხანდაზმულთა ფულადი დახმარება.
ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების და 1989 წლის 9აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.
უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება.
აღნიშნულ დახმარებებს იღებს მუნიციპალიტეტის ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მცხოვრები, რომელიც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
„ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პროგრამები დღითიდღე უფრო მოქნილი გახდეს და დავეხმეროთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ თანადგომას. სწორედ მათზეა აღნიშნული პროგრამები მორგებული“, -აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.