საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ეს ტერაქტი მთელ მსოფლიოს ეხება.
"დღეს ჩვენ ყველანი ვგლოვობთ. ვგლოვობთ პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულებს. ეს უდიდესი ტრაგედიაა. გერმანია თქვენთან არის და თქვენს ტკივილს იზიარებს. ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ მათზე, რომლებიც გუშინ დაიღუპნენ. ადამიანები, რომლებიც ისვენებდნენ, ცხოვრობდნენ თავისუფალ ქვეყანაში. მათი სიცოცხლე კი, ტერორისტების ტყვიებმა იმსხვერპლა.
ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის ტერაქტი. ეს ტერაქტი ყველას გვეხება. ამიტომ ამაზე პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ. პირველ რიგში უსაფრთხოების გაძლიერებითა და ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით. ჩვენი პასუხი ტერორისტებისადმი, ევროპული ღირებულებების დაცვაა.
ჩვენ ვიცით, რომ სურვილი თავისუფლად ცხოვრების უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორი. მოდით, ტერორისტებს გამბედაობითა და ჩვენი ღირებულებების დაცვით ვუპასუხოთ" - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.