თბილისის „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა
14-01-2022, 22:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

 


დღეს „საახალწლო სოფელი“ დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში, ბევრი აქტივობა განხორციელდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მეწარმეს, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


კონცერტში მონაწილეობდნენ მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე და დათო ფორჩხიძე. შემსრულებლები მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის მიერ შედგენილი პროგრამით წარდგნენ.

 


ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფმა The Quintessence, ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გიორგი სუხიტაშვილმა ოსური და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი