თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
15-01-2022, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „იდუმალი ვარიაციები“ ჩვენება, ასევე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

თეა წულუკიანმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და მორიგი შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა უსურვა.

 

 

„მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები და დავპირდე, რომ მომავალ წელს, 14 იანვარს შევხვდებით კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო განვითარებულები ინფრასტრუქტურულად და ინსტიტუციურად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

მარჯანიშვილის თეატრში გამართული ღონისძიების ფარგლებში, თეატრალური საზოგადოების სპეციალური ჯილდოები გადაეცა თეატრის სფეროში მოღვაწე 6 დამსახურებულ პირს, მათ შორის, ნოდარ მგალობლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ალეკო მახარობლიშვილს, ხოლო ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ გია ბურჯანაძეს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი