ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა ვრცლად ისაუბრა კოვიდპანდემიაზე. ამავე დროს, უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სადღესასწაულო დღეებში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წამახალისებებლი კამპანიის ფარგლებში გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ჩაერიცხება.
საინფორმაციო შეხვედრას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.