საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მზექალა შანიძეს.
ქალბატონი მზექალა ენათმეცნიერია, აკადემიკოსი, მაგრამ მისი მრავალმხრივი ღვაწლი ერთი კონკრეტული დარგის ფარგლებს აშკარად სცდება:
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დამდგენსა და გამომცემელს, სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში არსებულ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერს, ივანე ჯავახიშვილის პრემიისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენის კავალერს, ბუნებრივია, ერთ რომელსამე სფეროს ვერ მივაკუთვნებთ.
მზექალა შანიძე დიდი ქართული კულტურის ორგანული ნაწილიცაა.
დღეს ქალბატონ მზექალას 96 წელი შეუსრულდა.
ეს არ არის მრგვალი თარიღი, მაგრამ ისეთი ასაკია, გულგრილად რომ ვერ ჩავუვლით.
გვჯერა, მრგვალ თარიღებსაც ასე მხნედ შეეგებება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მზექალას, კვლავაც დღეგრძელობასა და აქტიურ მოღვაწეობას უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.