შალვა ნათელაშვილი: სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება
17-01-2022, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი, ვადააფეთქებული 30 წლის წინათ ფორმირებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება, გამონთავისუფლებული მილიონები მოხმარდეს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და მათ გაადარჩენას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

 


„1994 წელს, ჩემი, როგორც მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ინიციატივით, დათხოვნილი იქნა მთელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც აპარტეიდის და დისკრიმინაციული ნიშნით არჩეული, რადგან 17-მა პროცენტმა აფსუამ ამ არჩევნების წინასწარი ქვოტირებით მიიღო ადგილების 50 პროცენტზე მეტი. სწორედ ამით დაიწყო ქართველთა გამოძევება სამშობლოდან. მოგვიანებით, ხელისუფლებამ დევნილთა ხმების მისათვისებლად კვლავ აღუდგინა ლეგიტიმურობა დეპუტაციის ქართულ ნაწილს, რაც ასევე არნახული უკანონობა იყო. ახლა გამოდის, რომ აფხაზეთის დაბრუნება არ აწყობს პირველ რიგში ამ სტრუქტურებს, რადგან მაშინვე დაკარგავენ ლეგიტიმურობას. მოკლედ ტრაგი-საოცრებათა ქვეყანაში ვართ“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი