თბილისის მერია: ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება
17-01-2022, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩამდე არსებულ (1,7კმ) საგზაო მონაკვეთ სმოიცავს.

 

 

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლები და მოეწყობა ველობილიკი.

 


გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები 20 იანვარს დაიწყება, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

 


თბილისის მერია გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ„ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

 


მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით, „300არაგველიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრისკენ“ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი გადაადგილდებიან თელავისა და წურწუმიას ქუჩების საშუალებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და შემდეგ ბარათაშვილის აღმართის საშუალებით.

 


საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

 


ავტობუსები - N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებენ თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ავტობუსები ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანენ. უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

 

 

მიკროავტობუსები - N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას თელავის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბარს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუ მიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

 


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი